Wednesday, March 24, 2010

საარჩევნო დარღვევები – შეხვედრების დღის წესრიგის მთავარი საკითხი

23 მარტს მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ჭითანავა და მოძრაობის საარჩევნო სამდივნოს თანამშრომელი, იურისტი თემურ წურწუმია ხაშურში შეხვდნენ საქართველოში აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს ლესლი ნუნიეზ გუდმანს და აშშ-ს ელჩის თანაშემწეს პოლიტიკურ საკითხებში მედიკო ქოჩორაძეს.

საუბრის მთავარი თემები იყო წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები და საარჩევნო სიებში არსებული ცდომილებები.

შეხვედრას ესწრებოდნენ მოძრაობის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რამაზ ახალკაცი და პროგრამა „კარდაკარის" ის მონაწილეები, ვისზედაც ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მუქარა და შანტაჟი განხორციელდა.

მოძრაობის საარჩევნო მდივნის ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, უახლოეს მომავალში შედგება ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს" წარმომადგენელთა შეხვედრა მოძრაობის კახეთის რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. განსახილველი თემა ამ შემთხვევაშიც საარჩევნო დარღვევები იქნება.

No comments:

Post a Comment