Monday, January 18, 2010

ზურაბ ნოღაიდელი ბრიტანელ დიპლომატს შეხვდა

14 იანვარს მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურ მდივანს კარლ სფაიქლს შეხვდა. შეხვედრის დროს ზურაბ ნოღაიდელმა და კარლ სფაიქლმა განიხილეს ქვეყანაში დღეს არსებული პოლიტიკური ვითარება და საგარეო პოლიტიკური კურსი. ოპოზიციური მოძრაობის ლიდერმა ბრიტანელ დიპლომატს ამ საკითხებზე თავისი ხედვა გააცნო.

შეხვედრას ესწრებოდა მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ჭითანავა.

No comments:

Post a Comment