Wednesday, September 16, 2009

აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდული ინიციატივა


ბელორუსიის ქრისტიან-დემოკრატების ახალგაზრდულ მოძრაობას, აგრარულ ახალგაზრდულ კავშირს (ბულგარეთი), ახალგაზრდა ქრისტიან- დემოკრატებს (საქართველო), ახალი თაობა – ქრისტიან-დემოკრატიულ სახალხო პარტიას (მოლდავეთი), ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდულ ფრთასა (რუმინეთი) და ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატთა კავშირს (უკრაინა):
1) გააჩნიათ რა სურვილი ითანამშრომლონ საერთო პროექტებსა და კონკრეტულ შიდა საკითხებში.
2) სჯერათ ბელორუსიის, ბულგარეთის, საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის ევროპულ-დემოკრატიული მომავლის.
3) არიან მზად გულწრფელად დაეხმარონ ბელორუსიას, საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას შევიდნენ ნატოსა და ევროკავშირში.
4) გააჩნიათ საერთო ქრისტიან-დემოკრატიული ფასეულობები
5) მიაჩნიათ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატმა ახალგაზრდობამ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს, რათა უფრო ეფექტურად მიაღწიონ საერთო მიზნებს.
6) იმედოვნებენ, რომ ექნებათ უფრო დიდი გავლენა საკუთარი ქვეყნების მთავრობებზე ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებში, როგორიცაა: განათლება, სამუშაო ადგილები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა.

აყალიბებენ აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდულ ინიციატივას, საერთაშორისო საჯარო ახალგაზრდულ ორგანიზაციას. აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდულ ინიციატივა ყოველმხრივ მხარს უჭერს ყველა ევროპულ ქრისტიან-დემოკრატიულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, როგორებიცაა ევროპის ქრისტიან პოლიტიკური ახალგაზრდული კავშირი (ECPYN),ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ფრთა (YEPP), ევროპის დემოკრატი სტუდენტები (EDS). ამჟამინდელი ორგანიზაციები დასახელდებიან დამაარსებელ ორგანიზაციებად. ყველა ორგანიზაცია, რომელიც მომავალში მიმართავს აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდულ ინიციატივას ერთი წლის ვადაში მიიღებს სრულ წევრობას.

დეკლარაციას ხელს აწერენ: ზატოკაში, ოდესა, უკრაინა 6 სექტემბერს 2009 წელს.

აგრარული ახალგაზრდული კავშირი (ბულგარეთი)

ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატები (საქართველო)

ახალი თაობა ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია (მოლდავეთი)

ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთა (რუმინეთი)

ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატთა კავშირი (უკრაინა)

No comments:

Post a Comment